ვაფასებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი დაუღალავად – ღირსეული და სამართლიანი გზით შრომობს უკრაინაში ომის დასასრულებლად, რომელიც პუტინის ბარბაროსული შეჭრით დაიწყო.
რაც შეეხება პუტინის რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, მაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომლითაც რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირის, ურანის ან სხვა საქონლის შემსყიდველ ქვეყნებს მეორადი სანქციები დაუწესდებოდათ.
სენატი მზად არის, ამ მიმართულებით იმოქმედოს და ასეც გააკეთებს, თუ რუსეთი ღირსეულ, სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე არ დათანხმდება.