“ოცნებაში” დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან”

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა ნიშ­ნავს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო აფექტს, რო­დე­საც არ უნ­დათ სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა და უნ­დათ, რომ სულ იყ­ვნენ შე­ტე­ვა­ში, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­სა­ხე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ტრა­გე­დი­აა და ხე­ლის გა­დაგ­რეხ­ვის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი რომ შე­ვა­ფა­სოთ, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­ო­რედ და­ნიშ­ვნა არის ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ტრა­გე­დია. მას მარ­თლა სურ­და, რომ რა­ღაც პრო­ფე­სი­უ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე გუნ­დი შე­ექ­მნა, მაგ­რამ წას­ვლა-მოს­ვლა­ში ატა­რებს თა­ვის წუ­თი­სო­ფელს.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის და­ნიშ­ვნა ნიშ­ნავს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო აფექტს, რო­დე­საც არ უნ­დათ სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბა და უნ­დათ, რომ სულ იყ­ვნენ შე­ტე­ვა­ში

ქო­რე­ბის ფრთამ გა­ი­მარ­ჯვა და ურა პატ­რი­ო­ტიზ­მზე აგე­ბუ­ლი ძა­ლის­მი­ე­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას აპი­რე­ბენ. ახლა ყვე­ლა მთა­ვა­რი ქორი გა­მო­იყ­ვა­ნეს არე­ნა­ზე და ვინც დღეს ქო­რო­ბა­ნას თა­მა­შობს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ბუჩ­ქებ­ში ის­ხდნენ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფე­ბი თა­ვის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბას ახ­დე­ნენ, თით­ქოს მა­გა­რი ბი­ჭე­ბი არი­ან და ძა­ლი­ან გა­ერ­თნენ ამ მა­გა­რი ბი­ჭო­ბა­ნას თა­მაშ­ში.

“გიორგი გახარია, შესაძლოა ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს… დაუპირისპირდება რადიკალურ ოპოზიციას” – ექსპერტი

მათ ელექ­ტო­რა­ლუ­რი ბაზა აღარ აქვთ, იმი­ტომ, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­დე­გი იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ორი ადა­მი­ა­ნის მიერ, ეს იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გა­ხა­რია. დარ­ჩნენ ქო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰა­ერ­ში არი­ან დარ­ჩე­ნი­ლი, მაგ­რამ ფრე­ნა არ იცი­ან, ეს თვა­ლე­ბის ფრი­ა­ლი მათ­თვის­ვე დას­რულ­დე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დად. რაც უფრო აგ­რე­სი­უ­ლი იქ­ნე­ბა ხე­ლი­სუ­ფა­ლი, ამით სა­ხელ­მწი­ფო და­ზი­ან­დე­ბა და თვი­თო­ნაც ვერ იქ­ნე­ბა არ­ხე­ი­ნად. აბ­რი­ა­ლოს თვა­ლე­ბი და და­ვე­ლო­დოთ შე­დეგს, რა მოყ­ვე­ბა ამ თვა­ლე­ბის ბრი­ალს. ამ ხალ­ხმა ხე­ლის გა­დაგ­რეხ­ვის გარ­და არა­ფე­რი არ იცი­ან, გა­ხა­რია წა­ვი­და რად­გან და­ი­ნა­ხა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი“, – აღ­ნიშ­ნა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share