ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც საკუთარ პერსონალურ ვნებებს, ამბიციებს, მერე სისუსტეებს და იმ ამბიციების ვერ მიღწევებს გადააყოლა ქვეყანა და მოიყვანა დღემდე, ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ “მან პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის დროც ძალიან ჭკვიანურად შეარჩია, თუმცა, ამ ყველაფერს არ ეყო მისი მორალურ-ზნეობრივი სტანდარტები და მისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი უნარ-ჩვევები.“
“სუსტი აღმოჩნდა, ვერ გაუმკლავდა თავის ავტორიტარულ და მესიანისტურ ვნებებს და სწორედ მისმა ავტორიტარიზზმა დააბრუნა უკან,რუსეთში“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
”მას სურდა თავი დაემკვიდრებინა, როგორც ქვეყნის თანამედროვე სტილის ლიდერი, რომელიც მას შემდეგ დაალაგა, რაც წინა ხელისუფლებამ არია-დარია და ა.შ. ეს ამბიცია მას გაუმძაფრდა, ვინაიდან, ბევრი რამ მოახერხა, არა მარტო ბიზნესში, ქონების დაგროვებაში, არამედ პოლიტიკურ პროცესებშიც. პოლიტიკურ არენაზე გამოსვლის დროც ძალიან ჭკვიანურად შეარჩია. უიმედობის და უსასოობის პერიოდში, როდესაც წინ არჩევნები იყო, ასეთ მომენტში შემოვიდა ასპარეზზე. თუმცა, ამ ყველაფერს არ ეყო მისი მორალურ -ზნეობრივი სტანდარტები ერთი, მისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი უნარ-ჩვევები და მან გააგრძელა სახელმწიფოს მართვა და იმ ყველაფრის მიღწევა იმავე გზებით და მეთოდებით, როგორც ჩანს, რასაც იყენებდა მანამდე, სხვა სფეროში წარმატებაში. ამიტომ, ჩემი ახსნა ასეთია, მისი მცდელობა, რომ ევროპულ დედაქალაქებში ყოფილიყო აღიარებულ ლიდერად, ეს ვერ შეძლო, სუსტი აღმოჩნდა, ვერ გაუმკლავდა თავის ავტორიტარულ და მესიანისტურ ვნებებს და სწორედ მისმა ავტორიტარიზზმა დააბრუნა უკან, საიდანაც ფიზიკურად და მენტალურად წამოსვლას ცდილობდა, ანუ რუსეთთან,- განაცხადა უსუფაშვილმა.