ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში მიემგზავრება. მან მატარებლიდან ვიდეო Twitter-ზე გამოაქვეყნა.
მიშელი ამბობს, რომ კიევში შეხვდრება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ დენის შმიგალსა და დეპუტატებს.
“უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, შვილების მომავლისთვის. მაგრამ ისინი ასევე იბრძვიან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის – მშვიდობა და კეთილდღეობა. მათ სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენ მხარდაჭერას”, – წერს მიშელი.