„ინვესტიციები ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაში – ეს არის ინვესტიცია მომავალში. დამსაქმებლების ინტერესია მათთან დასაქმებულების ფსიქიკური ჯანმრთელობას მხარი დაუჭირონ. ყოველწლიურად დეპრესიისგან და ფსიქიკური აშლილობისგან იკარგება 12 მლრდ სამუშაო დღე, რაც გლობალურ ეკონომიკას დაახლოებით ტრილიონი დოლარით აზარალებს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, მიუხედავად ასეთი რიცხვებისა, ინვესტიციები ფსიქიკურ ჯანდაცვაში დაბალია და ქვეყნები საშუალოდ 2%-ს ხარჯავენ საკუთარი ბიუჯეტიდან ჯანდაცვაში ამ მიზნებისთვის. გებრეიესუსის თქმით, პანდემიის შედეგად ადამიანებში დეპრესიამ და აშლილობამ ჯამში 25% მოიმატა.
მან მოუწოდა დამსაქმებლებს გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები პერსონალი ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების აღმოსაფხვრელად. ასეთ ნაბიჯებს შორის კი მან დაასახელა „სტრესის წყაროს“ გამოვლენა სამუშაო ადგილებზე და თანამშრომლების „ემოციურ განცდებზე“ რეაგირება. მისივე აზრით, დამსაქმებლებს ასევე შეუძლიათ ასეთი თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების ადაპტირება მოახდინონ.