ქართველ მომღერალს, მსახიობს, რეჟისორს, სცენარისტ, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ.
დღეს 19 იანვარს, ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.