ვატიკანში სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოვიდა, რაც იმის ნიშანია, რომ სიქსტეს კაპელაში შეკრებილმა კარდინალმა რომის ახალი პაპი ვერ აირჩიეს.
რომის პაპის ასარჩევად სიქსტეს კაპელაში კარდინალთა კონკლავი გაგრძელდება.
გადაწყვეტილება 115 კარდინალმა უნდა მიიღოს, რაც კარდინალთა კონკლავის შემადგენლობის ორ მესამედზე მეტია. ჯერჯერობით, კარდინალებს გამოკვეთილი ფავოროტი არ ყავთ.
ცნობისთვის, სიქსტეს კაპელა XV საუკუნიდან მოყოლებული ყოველი პაპის არჩევის ადგილს წარმოადგენს. ბოლო კონკლავი 2013 წელს შედგა და მასში ხუთი ხმის მიცემის რაუნდის შემდეგ არჩეულ იქნა ფრანცისკე პაპი — რაც ერთ-ერთ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სწრაფ არჩევად ითვლება.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში შაბათს დაკრძალეს.