ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემეჯამებელ ოქმი შეადგინა. ოქმს კომისიის 10-მა წევრმა მოაწერა ხელი. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპილი საქართველოს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვე. ბათუმში პროპორციული სისტემით ლიდერობს “ქართული ოცნება”.
მაჟორიტალური სისტემით კი მეორე ტური გაიმართება როგორც საპარლამენტო, ისე უმაღლესი სავჭოს არჩევნებში. მონაწილეობას “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები მიიღებენ. სხდომა აქციის ფონზე დაიწყო. შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებიმა აქცია გამართეს. მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.
საოლქო კომისიიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ციალა შავაძის თქმით, ადგილი ქონდა ტექნიკურ შეცდომებს, რაც გამოსწორდა. მისივე თქმით, საჩივრების უმრავლესობა უსაფუძვლო იყო.