უკრაინაში, მარიუპოლის მახლობლად კიდევ ერთი მასობრივი საფლავი იპოვეს. სოფელ სტარი-კრიმში ნაპოვნი თხრილების სიგრძე 200 მეტრზე მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ გაავრცელა.
სოფელი სტარი-კრიმი მარიუპოლიდან 5 კმ-ში მდებარეობს. 7 აპრილის სურათზე სამარხის მასშტაბი გაზრდილია, ტრანშეების ნაწილი კი მიწითაა ამოვსებული. უკრაინული მხარის ინფორმაციით ოკუპანტები ცდილობენ დამალონ გენოციდის მასშტაბები მარიუპოლში.
ეს მესამე მასობრივი საფლავია, რომელიც მარიუპოლის მიმდებარედ იპოვეს.