IRI-ის კვლევა: გამოკითხულთა 45% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა, 45% კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებდა.

კითხვაზე, ვაქცინების ხელმწისაწვდომობის ზრდისა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობისას რა იქნება თქვენი გადაწყვეტილება, გამოკითხულთა 18%-მა აღნიშნა, რომ ვაქცინას გაიკეთებდა მაშინვე, როგორც კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა, 19%-მა განაცხადა, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აიცრებოდა, გამოკითხულთა 7% ამბობს, რომ აიცრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს კანონი ან მისი დამსაქმებელი. მხოლოდ 5% კი აცხადებს, რომ უკვე ვაქცინირებულია.

მიმდინარე წლის თებერვალში დასმულ კითხვაზე კი: მას შემდეგ რაც ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება, 20% აცხადებდა, რომ მიიღებდა ვაქცინას, როგორც კი ეს მისთის ხელმწისაწვდომი იქნებოდა, 24% აცხადებდა რომ ვაქცინას გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიიღებდნენ, 39% კი ვაქცინაციაში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა.

ამასთანავე, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა, 25% „ფაიზერს“ ენდობა, „სინოფარმს“ -8%, „ასტრაზენეკას“ – 7%, სინოვაკს -4%, მოდერნას კი – 1%,

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share