document.body.remove()
გურიის მოამბე

“ოცნებიდან” ძალიან ბევრი, ვინც ფინანსური სანქციების ქვეშ იყო, წავიდა მნიშვნელოვანი თანამდებობიდან – გიგაური

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური გიორგი გაბიტაშვილის მიერ თანამდებობის მოულოდნელად დატოვების ფაქტს ეხმაურება.

მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სისტემის მართვის სტრატეგია შეცვალა და მისდამი ერთგული პირების გადაყენება და სხვა ადამიანებით ჩანაცვლება დაიწყო.

”ძალიან ბევრი, ვინც ფინანსური სანქციების ქვეშ იყო, წავიდა მნიშვნელოვანი თანამდებობიდან. ეს არის მნიშვნელოვანი რამ. ცხადია, ვიცით, რომ ზოგიერთი პირი ძალიან დაახლოებული იყო ივანიშვილთან და მან თავისი მართვის წესი შეცვალა. ასეთი ერთგული პირები სხვა არა მგონია რომ ვინმე იყოს, რადგან ისინი ბევრი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ მას…

“ოცნებაზე” გავლენას მოახდენს ზეწოლა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან. ჩვენ პასუხისმგებლობა სხვას არ უნდა გადავაბაროთ. ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს ამერიკაში, ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში. ისინი უყურებენ ქართველი ხალხის ბრძოლას და მათ გვერდით დაუდგებიან, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი საქმე გვაქვს და ეს არის აქტიურობა ქვეყნის შიგნით. ის მიტინგები, რომელიც ტარდება, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აფიქრებინებს იმას, რომ საქართველოზე ყურადღების დახარჯვა ღირს.” – განაცხადა ეკა გიგაურმა. 

გიორგი გაბიტაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება – ის შალვა პაპუაშვილმა დღეს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

გაბიტაშვილი ცოტნე ყავლაშვილს შეცვლის, რომელმაც, თავის მხრივ, გენერალური აუდიტორის თანამდებობდა გუშინ დატოვა. ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა.

ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights