”ის , რომ ბრიუსელი ულტიმატუმების ენით საუბრობს, აჩვენებს, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას თვითონ ბრიუსელი და მისი ბიუროკრატია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სინამდვილეში, გარკვეულწილად, ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს აბსოლუტურად აცდენილია […] ევროკავშირის კომისარი ამბობს, რომ თუ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო რაღაც ტემპებით არ იქნება, იქნება სანქციებიო […] ანუ, ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ თუ თქვენ ისე არ მოიქცევით, როგორც ჩვენ მოგვწონს, ამისთვის დაგსჯითო […]
საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირი გამოიარა – ჩვენი მოსახლეობა უყურებს, რომ დღეს ბრიუსელში ზოგიერთი ცდილობს, მოსკოვი ჩაანაცვლოს. როგორც იქიდან იყო მითითებები, რევიზორების ჩამოსვლები, თითის ქნევა – იმავე ტონით გვესაუბრებიან, სხვათა შორის, იგივე ხალხი. შეგახსენებთ, რომ რასა იუკნევიჩიანე გორბაჩოვის თანამებრძოლი იყო […] როცა საბჭოთა კავშირი თავის ბლოკებს ქმნიდა, ალბათ, დაახლოებით, ამ ტონით ესაუბრებოდა სუვერენულ სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს.”