სასტუმრო ტაძრის ეზოში – ალავერდის მონასტრიდან 200 მეტრში კომპანია ბადაგონი სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მშენებლობით გამოწვეულ საფრთხეებზე სპეციალისტები უკვე საუბრობენ.
ისინი ამბობენ რომ სამონასტრო კომპლექსთან ერთად ზიანი ალაზნის ველის უნიკალურ ლანდშაფტსაც ექმნება.
მე-11 საუკუნის კათედრალი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის საცდელ სიაშიც არის შეტანილი. წამოწყებული მშენებლობის გამო კი შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იუნესკოს სიიდან ამოიღონ.
14 მილიონიანი პროექტის მშენებლობის იდეა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს ეკუთვნის. ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე სასტუმრო და გასართობი სივრცის მოწყობა პირადად მეუფემ აკურთხა და “ბადაგონის” მტკიცებით პროექტის განხორციელების შემდეგ მღვდელთმთავარს თანხასაც გადაუხდიან- რამდენს ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
კითხვების ადრესატი ახლა კულტურის სამინისტრო და თეა წულუკიანია. ალავერდის დასაცავად ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ და აქტივისტებმა უწყებას წერილობით უკვე მიმართეს.
მთავარი არხი