“სააკაშვილის ამჟამინდელი მკურნალობა წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებებით ბოროტად გამოყენებას“-ამერიკელი ექიმის სკანდალური განცხადება

სან-ფრანცისკოს ფედერალური საავადმყოფოს კლინიკური ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად იყო მიწვეული, საექსპერტო დასკვნას აქვეყნებს.

ინტერვიუში, უკრაინულმა ტელეგრამ არხმა pravda.com.ua-მ ჩაწერა, ამერიკელი მედიკოსი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სხეულიდან აღებული ბიოლოგიური მასის კვლევის შედეგად მის ორგანიზმში მძიმე მეტალების, ამიაკისა და ვერცხლისწყლის, კვალი გამოვლინდა, რაც დამახასიათებელია მხოლოდ მძიმე მოწამვლის დროს.

მე მიმიწვიეს, რათა ჩამეტარებინა ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის. ტოქსიკოლოგიური ანალიზის დროს კვლევები ჩავუტარე მის ბიოლოგიურ სხეულებს, კერძოდ, თმასა და ფრჩხილებს.

„კვლევის დროს დადასტურებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას, სადაც მას აუცილებელი მკურნალობა ჩაუტარდება, რაც საქართველოს პირობებში შეუძლებელია.

სააკაშვილის ბიოლოგიური მასის ანალიზი ჩატარდა ლაბორატორია NMS Labs -ში, სადაც დადასტურდა, რომ ის მოწამლულია მძიმე მეტალებით. გარდა ამისა, მის მიმართ დანიშნული მედიკამენტები იწვევს გვერდით მოვლენებს და მიდრეკილებას. საუბარია პრეპარატ ფენიბუტზე, რომელიც იწვევს ხანგძლივ აბსიტენციას, (მიდრეკილება, რომელიც უვითარდებათ ნარკომანებს, ან ტოქსიკომანებს).

ამგვარად, სააკაშვილის ამჟამინდელი მკურნალობა წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალებებით ბოროტად გამოყენებას, რაც გამოიწვევს დაავადების მაღალ რისკსა და სიკვდილიანობას – აღნიშნავს დევიდ სმიტი.ამასთანავე, უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში დევიდ სმიტმა აღნიშნა, რომ პაციენტს დაეწყო ტვინის დისფუნქცია და ის საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ამერიკაში, სადაც სააკაშვილს ჩაუტარდება სასწრაფო დეტოქსიკაცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share