მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე და პერფორმანსი გორის ჰოსპიტალთან

ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.

ადგილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმყოფებიან, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს.

ისინი მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან შეიკრიბნენ და ფრანები გაუშვეს. ადგილზე ჩართეს საქართველოს ჰიმნიც.

ჰოსპიტალთან შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა ფანჯრიდან მადლობა გადაუხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს 54 წლის გახდა.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share