ნუ გეშინიათ ნურანაირი რეპრესიების, მე არ მეშინია, ვიბრძვით ბოლომდე! ჩემი სიცოცხლე გეკუთვნით თქვენ, საქართველოს თავისუფლებას, საქართველოს განთავისუფლებას და თითოეული ჩვენგანის ბედნიერებას.
რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ძალიან სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ დიქტატურისგან და ოლიგარქებისგან. თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია ერთობა!”
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალთან შეკრებილ მხარდამჭერებს, რომლებიც მას დაბადების დღეს ულოცავდნენ, სიტყვით მიმართა.