“ეს ფოტო ერთი წლის წინ, კიევში გადავუღე…უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც…დაბადების დღეს გილოცავ მიშა…ყოველთვის გამარჯვებული იყავი”- ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და იუბილარ მესამე პრეზიდენტს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, დაბადების დღეს ულოცავს.

“ეს ფოტო ერთი წლის წინ, კიევში გადავუღე. ამ ჩასვლაზე განსაკუთრებით უხასიათოდ მომეჩვენა და ვუთხარი კიდეც, მგონი დეპრესიაში ხართ-მეთქი, არ მიპასუხა.

მე არ ვიცი საბოლოოდ ვისი სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სამშობლოში დაბრუნება იყო, ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ საკუთარ თავთან გასწორდა.

მითების დანგრევის მიღმა, ადამიანური ბუმერანგები უფრო საჭიროა ხშირად, რომ ფსკერს ხელი დავადოთ და შემდეგ ისევ ამოვყვინთოთ. დარწმუნებული ვარ, რომ მიშა ახლა უკვე ამოყვინთავს.

ადამიანური იმედგაცრუებების და ძალიან დიდი რისკების მიღმა (საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე) საკუთარი შეხედულებების გადაფასების შანსიც ახლა მისცა ცხოვრებამ და მე ვიტყოდი, რომ 2003 წლის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი აქვს.

ვუსურვებ ჯანმრთელობას და ხალხის სიყვარულს, (რაც სინამდვილეში ყველაზე მეტად კვებავს) დანარჩენს თვითონ მიხედავს. სულ რომ მარტო დარჩეს…

დაბადების დღეს გილოცავ მიშა.

ყოველთვის გამარჯვებული იყავი”, – წერს ჟორჟოლიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე

"ეს ფოტო ერთი წლის წინ, კიევში გადავუღე, ამ ჩასვლაზე განსაკუთრებით უხასიათოდ მომეჩვენა..." - რას წერს ჟორჟოლიანი სააკაშვილზე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share