ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არის მისი ვალდებულება.
მელია ამბობს, რომ მის გასათავისუფლებლად უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს:
“ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის ჩემი, უბრალოდ სურვილი. ეს არის ვალდებულება და მე ჩემდა თავად, აი, აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ის. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენ და მასაც გავათავისუფლებ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ბატონი გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი არაა”-ამბობს მელია.