document.body.remove()
გურიის მოამბე

EU-ს კანდიდატი ქვეყნების შეფასებაა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს თავისი ნებით ამბობს – გუგულაშვილი

EU-ს კანდიდატი ქვეყნების შეფასებაა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს თავისი ნებით ამბობს, – ამის შესახებ “მწვანეთა პარტიიდან” ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველმა, თამარ გუგულაშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს “საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაუქმებასთან” დაკავშირებით “გული შესტკივათ”, თუმცა პროცესების შეცვლის იმედს ის უწყვეტი პროტესტი აძლევთ, რომელიც თბილისის ქუჩებში უკვე 189-ე დღეა მიმდინარეობს.

”კანდიდატი ქვეყნების შეფასებაა, რომ მაშინ, როდესაც მონტენეგრო, ალბანეთი ალბათ 2 წელიწადში გაწევრიანდებიან, საქართველო თავისი ნებით ამბობს უარს არამარტო ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ მთლიანად აუქმებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლის ნაწილიც აქამდე დარჩენილა. ეს ხდება უსწრაფესად. ამას  ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ ჩვენი მეგობრები და ამბობენ, რომ ძალიან მტკივნეულია”, -ამბობს თამარ გუგულაშვილი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights