საქართველო საკუთარ პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის უჩივის | Foreign Policy

“საქართველო, საკუთარ პრეზიდენტს უკრაინის მხარდაჭერისთვის უჩივის” – სტატიას ამ სათაურით, გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს.

სტატიის ავტორი, უილ კეთკარტი წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, საქართველო ორად გაიყო.

ერთის მხრივ, ათასობით მოქალაქე პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდასაჭერად ყოველ საღამოს იკრიბებოდა, მეორეს მხრივ კი მთავრობა, კრემლის არგაღიზიანების პოლიტიკას არჩევდა.

სტატიაში წერია, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხალხის მხარე დაიკავა და უკრაინისთვის მხარდაჭერის ხმამაღლა გამოსახატად, ევროპაში გაემგზავრა, მმართველი პარტია მკაცრად გააკრიტიკა და ახლა “ქართული ოცნება” პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს გეგმავს, რადგან საერთაშორისო შეხვედრები მან მთავრობასთან კონსულტაციის გარეშე გამართა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share