საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ საპყრობილედ გადააქციოს. უკვე ციხეში არიან პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, აქტივისტები, ექიმები, მსახიობები, პოეტები, მასწავლებლები. ხელისუფლების რეპრესიები უკვე ყველას გვეხება — და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენც ციხეში ვიქნებით: ზოგი პატიმრად, ზოგი გუშაგად, მაგრამ ყველანი — ციხეში.
დღეს დუმილი მორჩილებაა. მაგრამ საქართველოს არ შეუძლია მორჩილება. ჩვენი დგომა, ჩვენი გამოჩენა, ჩვენი ხმა — ნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანებს სჯერათ თავისუფლების.
29 ივნისს, 20:00 საათზე, მოდი რუსთაველის გამზირზე, წამოიღე პლაკატი, მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.
დადექი შენს ხალხთან ერთად!
დადექი საქართველოსთვის!
წერს, მოძრაობა “თავისუფლებისათვის” ერთ ერთი ლიდერი, ირმა გორდელაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე