ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რიჟვაძის მიმართ ერთგვარი ვენდეტა იგეგმებოდა, ჩვენ ვამოწმებდით, თუმცა, გადამოწმების პროცესში წინ ვერ მივიწევდით, – ამის შესახებ “ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, “მათ მამიმისის დაკავებაზეც ჰქონდათ ინფორმაცია, თუმცა, ვერცერთხელ მოახერხეს მისი დადასტურება.“
ჩვენ მას ახლო ხედით ვაკვირდებოდით, ის იყო ენერგიული ახლაგაზრდა და მას სტრესი და სატელევიზიო კრიტიკა, მეგონა ზოგჯერ, რომ მოსწონდა კიდევაც, რადგან ძალიან ხშირად ამაზე თავისებურად რეაგირებდა. თავიდან, რომ დაინიშნა, საერთოდ სხვა ტიპაი იყო, თუმცა, თანდათან სისტემამ დაიმსგავსა. მის მიმართ კორუფციის ჭრილში უფრო მეტი ლეგენდა არსებობდა, ვიდრე ნარკოტიკთან მიმართებით.
წერილს, რომელიც გავრცელდა, ძალიან ბევრი უცნაურობა ახლავს, შესაბამისად, პირადად ჩემთვის, ეს ვერსია, რასაც გვთავაზობენ, არის იმის მაჩვენებლი, რომ ბევრად უფორ საშიში რამ ხდებოდა რიჟვაძის თავს, ვიდრე მას დაემართა,- განაცხადა თურაძემ.
თურაძეს არ აქვს იმედი, რომ გამოძიების პირობებში, რამე განსხვაბეულს გაიგებს, ან “თავად რიჟვაძე, გამოჯანმრთელების შემდეგ, რამეს ისაუბრებს.“
ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, მე არ ვფიქრობ, რომ ამ გამოიძების პირობებში რამე განსხვავებულს გავიგებთ და არც იმას, რომ როდესაც თორნიკე გამოჯანმრთელდება, რამეს ისაუბრებს,- დასძინა მან.