ესროლეს თუ თავად სცადა თვითმკვლელობა რიჟვაძემ, რომელი ვარიანტიც არ უნდა განვიხილოთ, არცერთი არ არის ხელისუფლებისთვის სახარბიელო, ორივე აგდებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ეს კარგად იცის, ირაკლი კობახიძემ, -ამის შესახებ გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ “რიჟვაძის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა იმ ფორმით, რომ მის კადრებს სპობდნენ ყველგან“.
ჟურნალისტი სვამს კითხვას- თუ არ ერჩოდნენ მას, მაშინ რატომ წავიდნენ მისივე კადრები, არჩეული მერები და მინისტრები თანამდებობიდან მისი წასვლიდან მეორე დღესვე.
ვის ატყუებენ არ ვიცი, მაგრამ, ფაქტია, რომ რიჟვაძის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა იმ ფორმით, რომ მის კადრებს სპობდნენ ყველგან. თუ არაფერს ერჩოდნენ, ან მამამისი, რატომ წავიდა თანამდებობიდან, რომელიც ამდენი წლის ძალოვანია, ან თავად რიჟვაძე, რატომ გადაწყვიტა მოულოდნელად წასვლა, მაშინ, როცა მის გარეშე არცერთი პოლიტიკური ღონისძიება არ ტარდებოდა თბილისში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ამიტომ, არაფერი არ ხდება და მედიისგან გაღიზიანებულმა ადამიანმა თავის თავს ესროლა, ამ ამბავს მე მგონია, რომ “ქოცების“ არ დაიჯერებენ, ამიტომ, ყველა ის წინადადება, რომელსაც ისინი წარმოთქვამენ და გვაბრალებენ, არის მართლმორწმუნე ქოცებისთვის, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ჩვენ სულ ტყუილს ვყვებით და მხოლოდ „იმედი“ ღაღადებს სინამდვილეს. სხვა ყველას, ვინც რეალურად ხედავს, რაც ხდება ქვეყანაში, შეუძლებელია დააჯერო, რომ რიჟვაძეს ხელისუფლება არ ერჩის და ჩვენ მედია ვერჩით, – ამბობს მაკა ჩიხლაძე.