ჟურნალისტი ნათია გოგსაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ალექსი ახვლედიანი ერთგვარ მესენჯერად, გზავნილების გადასაცემად ჰყავს.
ჟურნალისტი ნიკა გვარამიას ამბავთან ავლებს პარალელს და აცხადებს, რომ გვარამიასაც სწორედ მან გადასცა ხელისუფლების გზავნილი.
როგორც ის ამბობს, “ეს ის შემთხვევაა, რაც არ უნდა მედიას დააბრალონ, ბუმერანგივით რომ დაუბრუნდებათ უკან.“
ალექსი ახვლედიანი ხელისუფლებას ჰყავს ერთგვარ მესენჯერად, გზავნილების გადასაცემად. ადრე იყო და ნიკა გვარამიას მიუტანა ეს მესიჯი, ახლაც, არ ვიცი რას აგვარებდა, რას ურჩევდა და რას აკეთებდა, ფაქტია, რომ ის ისეთ ამბავს უყვებოდა თორნიკე რიჟვაძეს, რომ შემდეგ ან ესროლეს და ან თავს იკლავდა. ამის გარჩევაში ახლა ვერ შევლათ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რაც არ უნდა მედიას დააბრალონ, ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უკან. თორნიკე რიჟვაძის ამბავიც, ეს წერილი, შეთითხნილი და გამოგონილი, ზუსტად მაგის მანიშნებელია, -განაცხადა ნათია გოგსაძემ.
მისი თქმით, მიდის მასთანაც ინფორმაციები იმაზე, რომ ამ ამბავმა “ქართული ოცნების“ წევრებში ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა, შიში და კითხვები გააჩინა.