კოალცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ შიგნით ტოტალური რყევა და წმენდაა დაწყებული და ოლიგარქიას თუ რამე არყევს, ეს არის, პირველ რიგში შიდა რყევები“
გვარამიას თქმით, “ხელისუფლება სუსტდება, მას აქვს ეკონომიკური პრობლემები, უჭირს ფინანსურად, უჭირს რეგიონებშიც და მისი შერყევა კიდევ უფრო დროის საკითხია.“
“ბოიკოტი შიგნით და სანქციები გარეთ ამ ხელისუფლებას ასუსტებს და ეს წერილიც მაგის პასუხია“,- განაცხადა მან .
”ავტოკრატია, დიქტატურა უნდა დაემხოს. ესე ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არ აქვთ ადამიანებს საშუალება კანონიერი გზით შეცვალონ ხელისუფლება. პირდაპირ ვამბობს, რაზედაც არ უნდა ილაპარაკოს ივანიშვილმა, ყველა ქვეყანა, რომლის აღიარებაც დასჭირდება იმ ხალხს, ვინც შეცვლის ხელისუფლებას, უკვე დაუჭირა მხარი ამ ვითარებას.
ხელისუფლება სუსტდება, მას აქვს ეკონომიკური პრობლემები, უჭირს ფინანსურად, უჭირს რეგიონებშიც, მისი შერყევა კიდევ უფრო დროის საკითხია. დარწმუნებული ვარ პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად ჩაერთვებიან. ბოიკოტი შიგნით და სანქციები გარეთ ამ ხელისუფლებას ასუსტებს და ეს წერილიც მაგის პასუხია, მეგობარი აქტი მაგის პასუხია, ეკონომიკური რყევები ამ მთავრობის მხრიდან ამ მთავრობის პირობებში ამის პასუხია და რაც მთავარია, ამის პასუხია ის, რომ ამ ყველაფერს განვითარების ხაზი აქვს. ტოტალური რყევა და წმენდაა “ქართული ოცნების“ შიგნით. ოლიგარქიას თუ რამე არყევს, ეს არის, პირველ რიგში შიდა რყევები, თუ ის მონოლითური არ არის, ვერ დგას ფეხზე და დიახ, წაქცევა ხელისუფლების, მისი დამხობაა. ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ”-განაცხადა გვარამიამ.