ჩვენ ვართ ფსიქოპატების ხელში, ეს არ არის მარტივი. ამ წერილს საღ აზრზე მყოფი ავტორი არც ყავს და ვერც ეყოლება– ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელშიც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრემიერს, ჯეი დი ვენსს მიმართავს.
როგორც გვარამიამ განაცხადა, “წერილი, რომელიც დღეს წავიკითხეთ, არის სასოწარკვეთილება და უგუნურება, რადგან გონიერი და ფსიქოლოგიურად სტაბილური ადამიანი ასეთ ტექსტებს არ წერს.“
“ეს არის სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანის წერილი, რომელსაც აქვს მანია გრანდიოზა, რომ რაღაცას წარმოადგენს და ღიად შეუძლია ელპარაკოს აშშ-ის პრეზიდენტს დამის ადმინისტრაციას“,- თქვა პოლიტიკოსმა.
”პრეზიდენტებს პრემიერ მინისტრები ღია წერილებს არ წერენ. ეს კაცი ჩვენთვის პრემიერ მინისიტრი არ არის, არც აშშ-სთვის, რადგან ეს რეჟიმი მათი მხრიდან აღიარებული არ არის. ჩვენ ვისმენდით, რომ დავითაშვილი ჩავიდა ამერიკაში, სადაც განსაკუთრებული შეხვედრები ჰქონდა, თუმცა, იმ ყველაფერზე პასუხი იყო, რაც დავითაშვილმა უთხრა, “თქვენ იცით, რაც უნდა გააკეთოთ. ეს “თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ“ არის ახალი არჩევნები, ეს ჩანს “მეგობარ აქტშიც“, რადგან იქ საუბარია არა მხოლოდ ახლა არჩევნებზე, არამედ იმათ დასჯაზე, ვინც გაყალბებაში იღებდა მონაწილეობას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.“თქვენ იცით რაც უნდა გააკეთოთ“ “ქართულმა ოცნებამ“ იცის ეს რასაც ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ხელისუფლების დასასრულს. რაც თავის მხრივ “ოცნებისთვის“ არის უმძიმესი შედეგების მომტანი. რადგან მათ კარგად იციან, „ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეზე გაგზავნით, რა მასშტაბის დარღვევები, კორუფცია და დანაშაულებები ამოვა ზედაპირზე. “ქართულ ოცნებას“ აქვს ერთადერთი მიზანი, შეინარჩუნოს საკუთარი თავი ხელისუფლებაში, რადგან მიჩანიათ, რომ ეს არის მათი გადარჩენის ერთადერთი გზა. წერილი, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ, არის სასოწარკვეთილება და უგუნურება, რადგან გონიერი და ფსიქოლოგიურად სტაბილური ადამიანი ასეთ ტექსტებს არ წერს. ჩვენ ვართ ფსიქოპატების ხელში, ეს არ არის მარტივი. ამ წერილს საღ აზრზე მყოფი ავტორი არც ყავს და ვერც ეყოლება, რადგან ისეთი შინაარსია ამ ტექსტში,-განაცხადა გვარამიამ.
ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა – როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.