“ბახვი 1” ჰესი და … “იქნება გამოსვლები და გაფიცვები, კარვები  და უბედურებები” – შეიცვლება თუ არა ბახმარო

“თუ სამინისტრო  აი, ამ ჩვენი ექსპერტების ნამუშევარს არ გაითვილისწინებს და არ აღიარებს, რომ ეს არ არის შესწსავლილი პროექტი და მაინც გაუშვებს “გეზეშეზე”, ანუ ბოლო ეტაპზე, მაშინ გამოსვლები და გაფიცვები, კარვები  და უბედურებები მერე იქნება”

ეს განცხადება, დღეს “საიას” ოზურგეთის ოფისში, გურიის რეგიონში დაგეგმილი ,ბახვი 1 ” და ,,ნატანები 3 ”  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგების წარდგენისას, “გურიის მოამბესთან” საუბარში, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,ეკო” ს დამფუძნებელმა, ირმა გორდელაძემ გააკეთა.

“საიას” ოზურგეთის ოფისში, დღეს, “ეკოსა” და თავად “საიას” დაქირავებულმა ეკოლოგებმა  მარიამ არჩვაძემ, მარიამ ხვედელიძემ და ვაკო თევდორაძემ ბახვი 1 ” და ,,ნატანები 3 ”  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების წინასწარი შედეგები ადგილობრივ ჟურნალისტებს გააცნეს.

ეკოლოგების შეფასებით ,ბახვი 1 ” და ,,ნატანები 3 ”  ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პროექტები ხარვეზებითაა შედგენილი და მათი ამ სახით განხორციელების შემთხვევაში უარყოფით გავლენას იქონიებს კლიმატსა და ბიომრავალფეროვნებაზე. ასევე გარემოსდამცველების შეფასებით დაზიანდება ბახმაროს უნიკალური ეკოსისტემა, რადგან ჰესის მშენებლობა სწორედ კურორტის მოსაზღვრე ტერიტორიაზე იგეგმება.

ბახვი1 ჰესის მშენებარე კომპანიას  „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ -ში არ იზიარებენ ამ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ პროექტი ბახმაროს რეკრეაციული ზონის გარეთ არის დაგეგმილი:

“ჩვენი შეთავაზებაა, შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ვიწვევთ რა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ მსურველს ამ ჯგუფში სამუშაოდ, მათ შორის ეკოს და ექსპერტების გუნდსაც და ვთავაზობთ, რომ შევიმუშაოთ ერთობლივი პროექტი, რომელიც შექმნის ახალ პრეცედენტს ერთობლივი მუშაობის რაც პირველ რიგში იქნება მომგებიანი რეგიონისათვის” – აცხადებენ კომპანიაში.

ირმა გორდელაძე გარემოსდაცვითი ორგანიზაცია ,,ეკო” ს დამფუძნებელი: “ბახმაროს რეკრეაციულ  ზონაში თავიდანვე შეცდომა იყო ჰესის დაგეგმვა  და პირველად, როდესაც საჯარო განხილვა იყო, კომპანიის წარმომადგენლებს ვუთხარი, რომ რომელ ჭკუამფოფელს მოგინდათ აზრად ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში ჰესის აგება.

პარალელურად მოდის ბახვი ჰესი 2 ,ქვემოთ იქვე და მერე ბახვი სამი. ანუ თემა წამოვიდა, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო. მაგრამ, იმისთვის, რომ  საზოგადოებას, სამინისტროს, რომელიც უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებია, ეს პროექტი დაამტკიცოს, თუ არ დაამტკიცოს, მე რომ დავუმტკიცე, რომ იქ არ შეიძლება ჰესი, მარტო ბუნტი, კარვები, გამოსვლები არ შველის. ის თავის საქმეს აკეთებს. მთავარი არის მეცნიერულად დავუმტკიცოთ, რომ აქ არ შეიძლება ჰესი. ამიტომ, დავიქირავეთ  ექსპერტთა ჯგუფი, კომპეტენტური ადამიანები, რომლებმაც საწყის ეტაპზე გამოავლინეს ამ პროექტში ის, რომ აბსოლიტურად რა დასკვნებიც  აქვთ დადებული ყველა არის ზეპირი გადმოწერილი სხვა “გეზეშეებიდან”, არანაირი კვლევა, ამიტომ  როდესაც ეს 35 ფურცლიანი, მათი დასკვნა, რომ აქ არ არის კუმულაციური ფაქტორი გათვალისწინებული, არ არის ბიომრავალფეროვნება შესწავლილი, წყლის ეკოლოგიური ხარჯი 12%-ი, რომელიც არანაირად არ ეყოფა ეკოსისტემას. აქ არ არის დასკვნა იმაზე რა მოუვა ბახმაროს უნიკალურ კურორტს, ანუ იმის გამო რითაც ის უნიკალურია.

ეს დასკვნები ჩვენ გავაგზავნეთ სამინისტროში, იმიტომ რომ სამინისტრომ  ეს პროექტი  დაბლოკოს, საწყის ეტაპზე.

თუ სამინისტრო  აი, ამ ჩვენი ექსპერტების ნამუშევარს არ გაითვილისწინებს და არ აღიარებს, რომ ეს არ არის შესწსავლილი პროექტი და მაინც გაუშვებს “გეზეშეზე”, ანუ ბოლო ეტაპზე, მაშინ გამოსვლები და გაფიცვები, კარვები  და უბედურებები მერე იქნება. იმიტომ, რომ კონსტრუქციულად საპირწონედ სასწორზე დევს ბახმაროს კლიმატი და ვიღაცა კომპანიის პირადი ეკონომიკური სარგებელი.

ვაკო თევდორაძე: ეკოლოგი: “ზოგადად  სპეციალისტების დასკვნები არასდროს არ არის, რომ აშენდეს ან არ აშენდეს, აქ იყო ანგარიშები წარდგენილი და ამ ანგარიშებში წარმოვადგინეთ  ხარვეზები, გადავეცით ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებდათ და რომლებსაც გული შეტკიოდათ. ეხლა ისინი რა პოზიციებს დააყენებენ-სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუ ა.შ, ეს არის სრულად მათი უფლება”.

შესაბამისად მე მინდა განვმარტო, რომ ჩვენი პოზიცია იყო იმ ხარვეზების გამოვლენა, რომელიც იყო ანგარიშებში.

“გურიის მოამბე” ბახვი1 ჰესის მშენებარე კომპანიას  „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ დაუკავშირდა – გთავაზობთ მათ კომენტარს:

დავით მიქელაძე, ბახვი 1 ჰესის გარემოსდაცვითი, სოციალური საკითხების და
მმართველობის მენეჯერი
“მოგეხსენებათ რომ ბახვი 1 ჰესი არის მდინარე ბახვისწყალზე არსებული მცირე ჰიდრო ელექტრო სადგური 12 მეგავატი დადგმული საპროექტო სიმძლავრით, რომელიც იმყოფება კვლევის საწყის ეტაპზე.
ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში ჩვენს მიერ ინიცირებული მცირე ჰესების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკაში არსებული სტანდარტებით. გვინდა ხაზი გაუსვათ რომ ვართ მუდმივი დიალოგის რეჟიმში ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან, მათ შორის ადგილობრივ გარემოსდამცველებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამა წლის 5 მაისიდან ვახორციელებთ შეხვედრებს გურიის მუნიციპალიტეტებში ჩოხატაურსა და ოზურგეთში. შესაბამისად დღეს გაჟღერებული არცერთი კითხვა, არ ყოფილა ჩვენთვის ახალი და არაერთგზის გვიმსჯელია და გაგვიცია დეტალური
პასუხი დაინტერესებულ მხარეებისთვის ამ საკითხებზე. მზად ვართ გავაგრძელოთ იგივე შესაბამისი დაინტერესების შემთხვევაშიც. ხაზგასმით ვამბობთ, რომ პროექტი ბახმაროს რეკრეაციული ზონის გარეთ არის დაგეგმილი. პროექტმა, ასევე განიცადა ცვლილება რის შედეგადაც სარკის ზედაპირი იქნება გაცილებით მცირე, ვიდრე გაჟღერდა წინასწარი შესწავლის დროს. ბიომრავალფეროვნების კვლევებში ჩაერთო საერთაშორისო კომპანია SLR -ი, 18 ივნისს პირველადი შედეგების შესახებ პრეზენტაცია უკვე ჰქონდა ბრიტანელ ექსპერტს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. კლიმატის კვლევას ვგეგმავთ რომ განვახორციელოთ ფრანგი ექსპერტი პიერ ბიდერმანის ჩართულობით, ხოლო რაც შეეხება მდინარეში დატოვებულ წყლის პროცენტს, გაჟღერებული 12% -ი არ ასახავს რეალობას. ჩვენი გათვლებით მდინარეში რჩება მინიმუმ 29%. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებაა, შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ვიწვევთ რა ყველა დაინტერესებულ და კვალიფიციურ მსურველს ამ ჯგუფში სამუშაოდ, მათ შორის ეკოს და ექსპერტების გუნდსაც და ვთავაზობთ, რომ შევიმუშაოთ ერთობლივი პროექტი, რომელიც შექმნის ახალ პრეცედენტს ერთობლივი მუშაობის რაც პირველ რიგში იქნება მომგებიანი რეგიონისათვის, და რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share