ჩვენ არასოდეს განგვიხორციელებია ზეწოლა მოსამართლეზე საქართველოში. წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა იყო იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო სასამართლო სისტემა, გამჭვირვალობა და როგორც ვთქვით, დიდი პროგრესი მიიღწა, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბევრ მოსამართლესთან. მე თავად იურისტი ვარ და მაინტერესებს მათი საქმიანობის შესახებ, ყოველთვის ვეკითხები, არის თუ არა აშშ-ის დახმარება მათთვის ეფექტური. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს პირადად და ასევე, ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, რომლებიც არიან ნიჭიერები, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერები და სურთ იშრომონ თავიანთი საზოგადოებისთვის და აღასრულონ სამართალი. მათ უნდათ იმუშაონ ჩარევის, დაშინების გარეშე და სწორედ ამას ითხოვენ ისინი და ამას უჭერს მხარს აშშ თავისი პროგრამებით.
სანქცირებული მოსამართლის ლევან მურუსიძის აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება სურს.