წილოსანის აზრით, საქართველოს იმიჯის შელახვა, ომში ჩათრევის მცდელობა და მიხელ სააკაშვილის განცხადება “კარგად კრავს სურათს”

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რა თქმა უნდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებისთვის დაენახებინა ფაზლის ის ნაწილები, რომლებიც ძალიან თვალნათელია ნაციონალური მოძრაობის ამ ძალიან დესტრუქციული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან – ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოაცხადა ოპოზიცია ომის პარტიად.

წილოსანის აზრით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა და მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, ძალიან “კარგად კრავს სურათს”,  რომ ის სწორედ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ზუსტად იცოდა თუ რა მოხდებოდა უკრაინაში.

“ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, რა თქმა უნდა, მიმართული იყო იმისკენ, რომ საზოგადოებისთვის დაენახებინა მთლიანი სურათი, ფაზლის ის ნაწილები, რომლებიც ძალიან თვალნათელია ნაციონალური მოძრაობის ამ ძალიან დესტრუქციული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს დადანაშაულება, მისი იმიჯის შელახვა, საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა და რა თქმა უნდა, გუშინ მიხელ სააკაშვილის განცხადება, სასამართლო პროცესზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ იცოდა რა მოხდებოდა უკრაინაში, მთლიანად ძალიან კარგად კრავს სურათს”. – ამბობს ნინო წილოსანი

შეგახსენებთ, გუშინ “ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას ომის პარტია უწოდა და თქვა, რომ   რაც უფრო დიდხანს იჯდება მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მით უფრო ნაკლებად დააზიანებს საქართველოსაც და უკრაინასაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share