ჩემმა დაგინებამ აღფრთოვანება გამოიწვია ხალხში, ხალხი მირეკავდა და გახარებული იყო, შეიძლება ასეთი რეალობა არსებობდეს? იმიტომ, რომ ასეთი ნაძირლების პარტია ბრძანდებით – დეპუტატ ყაველაშვილის მორიგი სიტყვით გამოსვლა პარლამენტში და “რჩევები” ახალგაზრდებს, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს.
ყაველაშვილმა თანაგუნდელების მიერ “ომის პარტიად” გამოცხადებულ ენმ-ს ამჯერად “ბოროტების პარტია” უწოდა, რომელიც მისი აზრით, 2003 წლიდან მოყოლებული პროექტია.
ყაველაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მესამე პრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა და ოპოზიციას მოუწოდა გაემიჯნონ მას.
“ამ ომის და ბოროტების პარტიას მივმართავ- არ გამოგივათ, ახალგაზრდებსაც მივმართავ, თუ ვინმე არის და მეც მეგულება ზოგიერთი სამშობლოს სიყვარულით განმსჭავლული ამ პარტიაში, სანამ დრო არის, რჩევას გაძლევთ, აღარ ვიგინები ,კარგად დაფიქრდით, არ მინდა ამ პროექტის ნაწილებად დარჩეთ, სანამ დროა გაემიჯნეთ და გადით ამ პარტიიდან.
პირდაპირ გეუბნებით, რომ ნაციონალური მოძრაობა დამთავრებულია, გამორიცხულია ოდესმე მოვიდეს ხელისუფლებაში” ამბობს ყაველაშვილი