გურიის მოამბე

ივანიშვილის რუსობას დამტკიცება არ უნდა, მოცემულობაა – კატო შინდაგორიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებას და ვიზალიბერალიზაციის გაუქმების დღის წესრიგში შესაძლო დადგომას ეხმაურება სოციალურ ქსელში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი კატო შინდაგორიძე:

“შავი ბუა დიფსტეიტისა და ივანიშვილი რუსი არაა აბა დაგვიმტკიცეთო, ამისთვის რომ გცალია და ვაშინგტონსა და NATO-ს შეთანხმებაზე (იარაღის გადანაწილება და შესყიდვა, რომელიც ბრძოლის ველზე გავა) რომ არაფერს იმჩნევ, ეს დალხენლიმა ყოფამ არ იცის…

ივანიშვილის რუსობას დამტკიცება არ უნდა, მოცემულობაა… აგერ ახლაც ვიზალიბერალიზაციის გაუქმება რომ დღის წესრიგში გიდგას… სხვა 4 მილიონი ამბავი რომ არ მოვყვეთ… ვიზალიბერალიზაცია დასავლეთში უვიზოდ გრიალი რომ არ არის და უპირველესად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, პირდაპირ კავშირში რომაა შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პულსაციასთან, ესეც ვიცით…

და ბოლოს – კობახიძე: „…საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მეთოდებს იყენებს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის…“

აბა ჩვენ რას ვამბობთ, ბატოჩემო…? ეგაა აქ ეგ, და იცით მშვენივრად…” – წერს კატო შინდაგორიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights