გურიის მოამბე

რის ხარჯზე გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები

ბიძინა ივანიშვილის ნახატების წყალობით იმპორტი იზრდება – საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წლის ივნისამდე ზრდა ნახატების ნაწილში 254 ათასი პროცენტია. ანუ ივანიშვილის ნახატები და ქანდაკებები იმპორტში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა და იმპორტის სამეულშია ავტომობილებთან და ნავთობთან ერთად. ქონება, რომელიც ოლიგარქს საზღვარგარეთ ჰქონდა დაცული, წელს საქართველოში ისე შემოიტანა, რომ გადასახადები არ გადაუხდია.

ერთია, რომ ივანიშვილმა ნახევარი მილიარდის ქონების შემოტანისას გადასახადები სასწრაფო წესით მიღებული ოფშორების კანონით აირიდა, მეორეა, რომ ნახატების შემოტანამ სტატისტიკურ მონაცემებშიც საგრძნობლად შეცვალა რიცხვები. ნახატებს იმპორტში 5 პროცენტზე მეტი უკავია, არადა გასულ წელს იგივე მაჩვენებელი 0-ს უდრიდა.

ეკონომისტების ყურადღებას სტატისტიკურ მონაცემებში იქცევს ავტომობილებით საგარეო ვაჭრობა. ქვეყანაში 6 თვეში მილიარდ 600 მლნ-ის მანქანები შემოვიდა, მილიარდ 200 მილიონის კი გავიდა. გამოდის რომ მონაცემები რეექსპორტის ხარჯზე იზრდება – ეს რიცხვები სპეციალისტებისთვის დასტურია, რომ საქართველო უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთში ავტომობილების გასატანად მაშველ რგოლად იქცა და ცნობილი სქემა, ყაზახეთის და ყირგიზეთის გავლით მოქმედებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights