6 აპრილს რუსი პოლიტიკოსი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმირ ჟირინოვსკი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიტიკოსს კორონავირუსი გაურთულდა და ისე დაიღუპა, რომ კომიდან არ გამოსულა. მის გარდაცვალებაზე ინფორმაცია მინიმუმ სამჯერ გავრცელდა მედიაში და ყველა ჯერზე ტყუილი აღმოჩნდა. საბოლოოდ ჟირინოვსკი ნამდვილად მოკვდა და 8 აპრილს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გრანდიოზული გაცილება მოუწყეს. ჟირინოვსკისთან გამოსამშვიდობებლად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მივიდა. დაკრძალვას ესწრებოდნენ ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პოლიტიკოსი გენადი ზიუგანოვი და გარდაცვლილის ნათესავები და კოლეგები.
მაგრამ როგორც გაირკვა, ჭირისუფლებს შორის არ იყვნენ ჟირინოვსკის ცოლი გალინა ლებედევა და მათი საერთო ვაჟი იგორ ლებედევი. ამბობენ, რომ პოლიტიკოსი ბოლო წლებში უფროს შვილთან ნაჩხუბარი იყო, რის გამოც, ლებედევმა სახელმწიფო სათათბიროში ხელახლა არჩევაზეც კი თქვა უარი. ასევე ვრცელდება ხმები, რომ ჟირინოვსკის შვილი საზღვარგარეთ არის წასული. ცერემონიას დაესწრნენ პოლიტიკოსის ორი უკანონო შვილი: ოლეგი და ანასტასია…
ცოლი, საყვარლები და უკანონო შვილები გალინა ლებედევამ და ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ერთმანეთი 60-იანი წლების ბოლოს სტუდენტობისას გაიცნეს. რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ კი 1971 წლის 6 იანვარს იქორწინეს.