ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირის აზრით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში უნდა ჩავიდეს, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის მიმართვის საშუალება უნდა მიეცეს.
”დიახ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციაც უნდა წავიდეს უკრაინაში და ყველა ფრაქციაც უნდა იყოს წარმოდგენელი და პარლამენტის თავმჯდომარეც.
მე თუ მკითხავთ, პრეზიდენტიც უნდა წავიდეს და პრემიერიც საერთოდაც, პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება უნდა მიეცეს მიმართოს საქართველოს პარლამენტს.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა მოხდეს.
ის, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო კონტრაბანდაში დაადანაშაულა, ჩასვლის შემაფერხებელი არ უნდა იყოს.
ეს არის უკრაინის მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა და ერთგვარად, ვალის გადახდა იმ მხარდაჭერისთვის, რაც ამ ქვეყნისგან აგვისტოს ომის დროს მივიღეთ.
მეგობრობას ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ჩანადირი.