“ამ თემას ბოლომდე მივსდიოთ და არ დავუშვათ, რომ რაიმე ფორმით საქართველოში ამ ქსელის ოპერირება გაგრძელდეს”

ამ თემას ბოლომდე უნდა მივსდიოთ და არ დავუშვათ, რომ რაიმე ფორმით საქართველოში ამ ქსელის ოპერირება გაგრძელდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გავრცელებულ მიმართვაში საუბრობს და ნიკა გვარამიას ექსკლუზიურ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ე.წ. ქოლ-ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი დანაშაულებრივი სქემის დეტალებზე საუბრობდა.

ვნახე ნიკა გვარამიას გადაცემა ქოლ-ცენტრებზე. ეს დანაშაულებრივი სინდიკატი განსაკუთრებით დიდი მავნებლობაა. ვინაიდან ათასობით ახალგაზრდას აწყებინებს შრომით საქმიანობას სხვისი მოტყუებით და ფაქტობრივად რყვნის. ამ თემას ბოლომდე უნდა მივსდიოთ და არ დავუშვათ, რომ რაიმე ფორმით საქართველოში ამ ქსელის ოპერირება გაგრძელდეს.

რა თქმა უნდა, თემა მთლიანად დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ოპოზიციისკენ ისრების გადატანა არასწორია. ამიტომ მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამას აკეთებს, თუნდაც ელისო კილაძეს ან სხვა ადამიანებს, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენლის დადანაშაულება ფაქტობრივად ბოლომდე მცდარია და უნებლიეთ ოლიგარქის ხელისუფლების წისქვილს ასხამს წყალს.

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, როგორც ყოველთვის, ნუ გავახარებთ მტერს და გავერთიანდეთ საერთო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში! რა დროს ინტრიგები და ურთიერთგარჩევებია!, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share