ქართული უძველესი სამართლის ისტორია – 12 ნაფიც მსაჯულის “სავარძელი” თუშეთში

ხალხის, მოქალაქეების უზენაესობა და უპირატეს პოზიციაში ჩაყენება თანამედროვე მსოფლიოსთვის დემოკრატიის უმაღლეს საფეხურზე ასვლას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამართალში აქტუალურია ნაფიც მსაჯულთა ცნება. თუმცა, თუ საქართველოს ისტორიას გავიხსენებთ, მაშინ ფშავ-ხევსურები, თუშები და მთიულები განსაკუთრებულად დემოკრატები ყოფილან, რადგან ისტორიული ცნობებით, ამ ადგილებში, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩანასახი მე-10 საუკუნიდან ჩნდება…

ასევე, როცა ევროპა ფემინიზმზე მსჯელობს და საერთაშორისო წამყვანი ინსტიტუტები საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის როლის გაზრდაზე არაერთ გრძელვადიან სამუშაოებს უძღვნიან, ჩვენთან, ქალის ჩართულობა და როლი ისეთივე ძველია, როგორც თემის სასამართლო, რაც მთიელთა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოსამართლეობით მტკიცდება – ხშირად, კაცის ბედს ქალი მოსამართლეები წყვეტდნენ.

სამედიატორო სასამართლო საქართველოს მთის სხვადასხვა კუთხეებში მოქმედებდა, თითქმის ხევსურეთის ანალოგიური პრინციპით, მხოლოდ განსხვავებული სახელწოდებებით.

ფშავში მედიატორ-მოსამართლეებს იხსენებენ როგორც “თავკაცებს”, “კაცთ საკითხავებს“, “ნაცად კაცებს”, “კითხულ კაცებს”, “რჯულის კაცებს”, “სოფლის თავკაცებს”, “მებჭეებს“, “მერჯულეებს“, “ბჭეებს“, ასევე მედიატორებს. ისინი იყვნენ სამართლიანობით ცნობილი ხალხი, ხალხური სამართლის კარგი მცოდნენი, “ცოდვა-მადლით დაშინებულნი“.

ხევშიც მედიატორ მოსამართლეებს “თემის კაცები”, “კითხული კაცები” ან “თემის ხალხი” ეწოდებოდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ხევში სასამართლო საქმის განხილვა “სამების საბჭეოში” იმართებოდა, რასაც “ბჭეები” ახორციელებდნენ. აქედან არის ცნობილი ტერმინები “ბჭე“, “ბჭობა”, “საბჭეო”. მათი ფუნქცია მხოლოდ მკვლელობის ან დაჭრის საქმეების განხილვა და ამ დავაში მხარეების შერიგება იყო.

მეცნიერთა მტკიცებით, სამედიატორო სასამართლო მოქმედებდა თუშეთშიც, თუმცა, ჩვენამდე მოსული ინფორმაციით, იქ შუამავლებს შერიგებაზე და აქედან გამომდინარე, სასამართლოზე დასათანხმებლად, ხევისბერები ირჩევდნენ (პარალელულად, არსებობდა უხუცესთა სასამართლოც). ადგილს, სადაც თუშეთში “საბჭეო” ანუ სასამართლო იყო მოწყობილი “საფრინდაოსი” ეწოდებოდა.

საბედნიეროდ, თუშეთში, სოფელ დართლოში ახლაც შემონახულია უნიკალური არტეფაქტი – 12 ნაფიც მსაჯულის სასამართლოს სახით, სადაც 12 მდინარის ქვის სავარძელია, სადაც სასამართლო იმართებოდა.

დართლოს სასამართლო, საბჭეო, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე აღწერა ისტ­ორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ. ის სოფლის განაპირას იყო, საფრინდაოზე. 12 მსაჯული წრეზე განლაგებულ ქვის სავარძლებზე ჯდებოდა და დამნაშავეს განსჯიდა. წრის შუაგულში ბრტყელი ქვა იდო, სადაც მოსარჩლე იჩოქებდა. სასამართლოს ჩრდილოეთით მოწმის ქვა იდო, ჩრდილო-დასავლეთით კი – დამნაშავის. ჩრდილოეთ ნაწილში იყო საფიცარი ქვაც, რომელზეც მსაჯულები იფიცებდნენ, რომ სამართალს ღვთის წინაშე სამართლიანად აღასრულებდნენ. ასეც იყო, მთიელ მსაჯულებს არაერთი სისხლის აღებისთვის განწირული ოჯახი შეურიგებიათ. ჩვენი სასამართლოს ყველაზე დიდი სასჯელი თემიდან განკვეთა იყო. განკვეთილები, ძირითადად, ჩრდილო კავკასიაში გადაიხვეწებოდნენ ხოლმე. აი, ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში.

რატომ მაინც და მაინც 12 მსაჯული?!

“ვფიქრობ, რომ ეს მზის თაყვანისცემიდან მოდის. საქართველო მზის უძველესი თაყვანისმცემელი ქვეყანა იყო. მეფე აიეტიც ხომ მზის შვილია! ასე რომ, მზის თაყვანისცემის რიტუალები თუშურ ათენგენობაშიც შემორჩა. უძველეს ასტროლოგებსაც ცა 12 ზოდიაქოდ ჰქონდათ დაყოფილი, რომლებიც ასევე მზის გარშემო ბრუნავენ. სხვათა შორის, თუშეთში აღმოჩენილ დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულის ბრინჯაოს არტეფაქტებზეც მზეებია გამოსახული, მათ შორის კი ვერძის ზოდიაქოს ნიშანი. ვერძის ზოდიაქო თუშეთის მწყემსური კულტურის კოსმოსური სიმბოლოა. ათნიგენობის (იგივე ათენგენობარიტუალებიც კოსმოსს ეძღვნება. დღესასწაული ზაფხულის მზებუდობისას იმართება. ათნიგენობა დღეს გამართულ თამაშებში კაცები მაღალ გორაზე დგებიან და “ზესკ­ნ­ელს” – კოსმოსს, გორის დაბლობში მდგარი ქალები კი “ქვესკნელს” – დედამიწას და წყალს განასახიერებენ. ამ რიტუალის არსი ის არის, რომ ქალი კაცს შეეჯიბროს. ისეც ხდება, რომ ქალები კაცებს ხშირად “ატყვევებენ” და მერე მათ “გათავისუფლებაზე” მიდიოდა “ბრძოლა”. ეს სამყაროს უძველესი ბრძოლაა, რომლის სიმბოლოები მთაში ყველაფერშია “გადანაწილებული”, რასაკვირველია, მტერთან ბრძოლაშიც და სამართალშიც.

ქალის მოსამართლეობის მაგალითები საქართველოს მთის სამართალში იყო. რაც შეეხება საბჭეოს, თუშეთში ლეგენდად დარჩა წოვათიდან მოსული დევდრის ანთას ქალი, რომელიც XVII საუკუნის მიწურულს 10 წლის განმავლობაში დართლოს სასამართლოს თავბჭე იყო. უჭკვიანესი და მჭევრმეტყველი რომ არ ყოფილიყო, სასამართლოს არავინ ანდობდა, თანაც წარმომავლობასაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ის თუშეთის გმირის, დევდარაიძის ქალი იყო. მამამისმა ლეკებს შეაკლა თავი.” – იხსენებს ისტორიკოსი ნუგზარ­ იდოიძე.

“პრაიმტაიმი”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    გინეკოლოგი, რომელიც ბავშვებს ყიდდა, საფლავში გაცოცხლდა – ოზურგეთში მომხდარი შემზარავი ამბავინანა დოლიძე ოზურგეთელი გახლავთ, ის უკვე საკმაოდ მოხუცია. პროფესიით ექიმი გახლავთ, მაგრამ ახლა პენსიონერია. უამტავი ამბავი ახსოვს, რაც ოზურგეთსა და მის ახლო სოფლებში ხდებოდა.   ქალბატონმა ნანამ „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ორ ამბავს მოუყვა.   – რასაც ახლა გიყვებით, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ გადავწყვიტე, მაინც ვთქვა. ნამდვილი ამბავია და მოხდა ოზურგეთში,…
    Tags: და, რომ, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 93
    “თითქოს ყველას გვინდა სიკეთე და სიყვარული, მაგრამ”…სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ, თავიდან ბოლომდე შობილია ჩვენი გონებიდან. სისტემას ჩვენივე აზრებით ვქმნით. that`s for sure. ჩვენ კი არქეტიპებით და სურათ-ხატებით ვაზროვნებთ. გონებაში გვაქვს: სიკეთის, ბოროტების, კარგის, ცუდის, დედის, მამის, მეგობრობის, სიყვარულის, ერთგულების, წარმატების, წარუმატებლობის, ეშმაკის, ღმერთის და ა.შ. არქეტიპები. თუ დავაკვირდებით ჩვენ საცხოვრებელ სისტემას, მარტივად მივხვდებით, რომ ახლანდელი ადამიანის გონება…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 93
    ყველაზე ცნობილი ქართველი დედა-შვილებიდედა ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანია. დედის დღესთან დაკავშირებით კი გადავწყვიტეთ გაგახსენოთ ცნობილი დედები და მათი ასევე ცნობილი შვილები: ეკატერინე ჭავჭავაძე და სალომე დადიანი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ეკატერინე ჭავჭავაძე 1839 წელს ცოლად გაჰყვა სამეგრელოს მთავრის მემკვიდრეს დავით ლევანის ძე დადიანს. აქტიურად მონაწილეობდა სამთავროს მართვა -…
    Tags: და, იყო, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 93
    ლეგენდა გიორგი კეკელიძეზე, რომელმაც “ღვთისმშობელი გადაარჩინა”ბავშვობისას, სკოლაში წასასვლელად რომ მამზადებდნენ, ერთ საღამოს, ბებიაჩემმა მითხრა, რომ არსებობს ქალი, რომელიც ყველა ქალზე და კაცზე კეთილია. ის ქალი - და ბებიამ ხელი ბებერი მსხლის ხისკენ გაიშვირა - იმ ხის თავზე რომ ვარსკვლავია, იმ ვარსკვლავზე ცხოვრობს და შენთვის ლოცულობს. ვარსკვლავზე ცხოვრება არ გამკვირვებია. ბავშვობაში არც ვარსკვლავები გვიკვრის და არც…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები