რომ იცოდეთ, როგორ ადამიანებს შეუფარდეს დღეს პატიმრობა:
– არასოდეს ჩაუდენიათ რაიმე დანაშაული
– არასოდეს ჩაუდენიათ ადმინისტრაციული გადაცდომა, გზის გადაკეტვის გარდა
– არასოდეს ჩაუდენიათ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა
– სრულად მონაწილეობდნენ გამოძიებაში, იარეს გამოკითხვებზეც და ამოცნობებზეც, როცა იძახებდნენ
– საქმეში არ არსებობს ბრალდების მოწმეები, გარდა ბექა გოცირიძისა, ვისაც თორნიკე და მინდია არ იცნობენ (მოწმეებზე ზემოქმედების რისკიაო არადა)
– თორნიკე რვა წელია არის საჯარო მოხელე, მთავარი აუდიტორი
– თორნიკეს პასპორტიც კი არ აქვს, არავინ ჰყავს საზღვარგარეთ, რაც მიმალვის რისკს გამორიცხავს
– ანალოგიურად, მინდიას ჰყავს სამი შვილი, მათ შორის, მცირეწლოვანი, ვისაც ის ყოველდღიურად სჭირდებათ
– თვითონ დანაშაული, რასაც ედავებიან, ნაკლებად მძიმეა, ორწლიანი თავისუფლების აღკვეთის ალტერნატივად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებრივ სამუშაოს
– და რაც მთავარია: ვერავინ უარყოფს, რომ ეს დაპირისპირება, გინება, დამცირება პროვოკატორმა დაიწყო, პასუხად კი ჯანმრთელობის არავითარი დაზიანება არ მიუღია
ამ ადამიანებს და ასეთ საქმეში თუ პატიმრობას უფარდებენ, თქვენ რა მოგივათ, ვისაც პასპორტებიც გაქვთ და გადაცდომებიც?
და თორნიკეს და მინდიას კი ვუშველით, მაგრამ სხვების უსამართლობის სადარაჯოზე მყოფი ხალხი თუ ასე სათითაოდ გამოგვაცალეს, თქვენ რომ მოგადგებიან (და კი მოგადგებიან), თქვენ რა გეშველებათ მერე?