მხატვარი ამაიაკ აკოპიანი,რომელმაც 1871-1939 წლებში დახატა ნახატი ტილოზე სახელწოდებით ,,გურული”

ახლა გადავეყარე ჩემთვის უცნობი მხატვრის ამაიაკ აკოპიანის (1871-1939) ასევე უცნობ ტილოს სახელწოდებით ,,გურული” (1907). აკოპიანი დაიბადა ტრაბზონში მდიდარი ვაჭრის ოჯახში. ცოტა ხანში ისინი გადასახლდნენ რუსეთის იმპერიაში და დასახლდნენ თბილისში, სადაც აკოპიანმა მთელი სიცოცხლე გაატარა ის სწავლობდა ცნობილ ბატალისტთან ფრანც რუბოსთან, რომელიც 1891-1895 წწ თბილისში იმყოფებოდა. შემდეგ დაამთავრა მიუნხენის აკადემია, დაბრუნდა თბილისში და ხშირად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. ის ერთ-ერთი დამფუძნებელია კავკასიელი მხატვრების ურთიერთდახმარების საზოგადოებისა (1907). საბჭოთა წესწყობილების დამყარების შემდეგ აკოპიანი უმუშევრად დარჩა, მას ოჯახი არ ჰყავდა და გარდაიცვლა მარტოდმარტო. მისი ცხედარი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ აღმოაჩინეს. დასამარხი ფული ახლობლებმა ძლივს შეაგროვეს…
ფოტოებზე გურული, აკოპიანის ავტოპორტრეტი

Irakli Makharadze

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share