სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მორიგი ანტირეკორდი

იანვარ-აგვისტოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 2.286 მლრდ ლარი შეადგინა.

დეფიციტშია ასევე ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 7.874 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 8.841 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 8 თვეში ბიუჯეტის ასეთი მაღალი დეფიციტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია. აქამდე ყველაზე მაღალი დეფიციტი ქვეყანას 2020 წლის 8 თვეში ჰქონდა, უფრო კონკრეტულად, -1.941 მლრდ ლარი.

ცხადია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსი და მისგან წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც ბიუჯეტს შემოსავლები შეუმცირდა, ხოლო ხარჯები გაეზარდა.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი გავრცელებული და მთავარი გზა ვალების აღებაა.

biujj-1632736449.png

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share