გურიის მოამბე

გარემოს დაცვა და  მონიტორინგი – II კვარტლის კვლევევის ანგარიში

ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების საპროექტი ტერიტორიაზე 2025 წლის მეორე კვარტალში გეგმიური კვლევები ჩატარდა. მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაატარეს მდინარე ბახვისწყლის ჰიდრობიოლოგიური, იქთიოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კომპონენტების მონიტორინგი. ექსპერტების მიერ წარმოდგენილი დეტალური ანგარიშის მიხედვით შემდეგი სურათი გამოიკვეთა:

ჰიდრობიოლოგიური-იქთიოლოგიური კვლევა 

ბახვი 2 და ბახვი 1 ჰესების სამშენებლო მონაკვეთები მდინარის კალაპოტიდან იზოლირებულია და არსებული სამუშაოები არ ახდნენ ზემოქმედებას წყლის ბიოლოგოურ გარემოზე. უცვლელია მდინარის ჰიდროქიმიური და ფიზიკური მონაცემები, რაც უზრუნველყოფს ნაკადულის კალმახისთვის დამაკმაყოფილებელ საცხოვრებელ პირობებს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ რადგან სამშენებლო სამუშაოებს არ აქვს გავლენა მდინარე ბახვისწყლის ბიოლოგიური გარემოზე, ადგილზე მრავლადაა ნაკადულის კალმახის საკვები ბაზაც. შესაბამისად, ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საპროექტო არეალში ნაკადულის კალმახის პოპულაცია კვლავ შეინიშნება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მონიტორინგის ფარგლებში მკვლევარმა ადგილზე შეისწავლა უკვე დასრულებული ბახვი 2ბ ჰესის შენობის ტურბინიდან გამომავალი წყლის მდინარესთან შეერთების მონაკვეთი. მომზადებული დასკვნის მიხედვით, აქ განთავსებული ლოდებით სპეციალურად მოწყობილი კალაპოტი შეანელებს ტურბინიდან გამომავალი წყლის ჩქარ, თევზებისთვის მიმზიდველ ნაკადს. თევზებისთვის მიმზიდველი ნაკადის შერბილება კი დადებითი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რადგან მათ მიგრაცის პერიოდში გადაადგილების თვალსაზრისით ბარიერი არ ექნებათ.

 

ბახვი ჰესის მიერ გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების აღსრულება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რის გამოც საპროექტო არეალში უცვლელი რჩება გარემოს კომპონენტებისა და თევზების, ცხოველების, ფრინველებისა თუ ქვეწარმავლების საცხოვრებელი გარემოს, ანუ ჰაბიტატის მდგომარეობა. აღნიშნული კი უზრუნველყოფს იმას, რომ ტერიტორიაზე უცვლელად, კვლავ იგივე სახეობებია გავრცელებული, რაც სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე იყო.

 

ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (ჰაბიტატები, მობინადრე და/ან ვიზიტორი ძუძუმწოვრების,  ქვეწარმავლები და რეპტილიები) მონიტორინგის ანგარიში

 

ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების საკვლევ ტერიტორიაზე კვლავ ფიქსირდება:

 

  • ძუძუმწოვრები, ამფიბიები, რეპტილიები – მურა დათვი, არჩვი, ევრაზიული წავი, მელა, ტყის კვერნა, ევროპული შველი, რუხი მგელი, ტყის თაგვი, ტბორის ბაყაყი, მცირეაზიული ბაყაყი, ჩვეულებრივი ვასაკა, კავკასიური გომბეშო. კავკასიური სალამანდრა, ჩვეულებრივი ანკარა, ართვინის ხვლიკი, ქართული ხვლიკი, კავკასიური წყლის ბიგა, სპილენძა, გრძელი მცურავი, ქართული ხვლიკი.

 

  • ფრინველები – შავი შაშვი, თეთრი ბოლოქანქარა, რუხი ბოლოქანქარა, წყლის შაშვი, ჩეულებრივი კაკაჩა, ჩხიკვი, დიდი ჭრელი კოდალა, თეთრზურგა კოდალა, სოფლის მერცხალი, კლიდის მერცხალი, დიდი წივწივა, სკვინჩა, ყორანი, წრიპა, ღობემძვრალა, რუხი მემატლია, გულწითელა, მწვანე ყარანა, მცირე წივწივა, ლურჯი წივწივა, კრუპერის ხეცოცია, ღაბუა ჩიტი, სტვენია, ჩვეულებრივი კოჭობა, მცირე მემატლია, მებორნე, ჩხართვი, ტყის ბუ, ყორანი, შავი ბოლოცეცხლა, შავთავა ასპუჭაკა, თოხიტარა, ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა, მგლინავა.

 

ბახვი ჰესის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ანგარიშმაც ცხადყო, რომ საპროექტო არეალში კვლავ ფიქსირდებიან ის ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები, თუ რეპტილიები, რომლებიც ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე იყვნენ გავრცელებული. ამის მიზეზი ერთი მხრივ, კომპანიის მიერ გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და შემარბილებელი ღონისძიებების მაღალ დონეზე აღსრულებაა. იქიდან გამომდინარე, რომ ბახვი ჰესი პირნათლად ასრულებს, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის საფუძველზე აღებულ ვალდებულებებს, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების მიერ შემუშავებულ შემარბილებელ ღონისძიებებს, ადგილობრივ ჰაბიტატზე გავლენა უმნიშვნელოა.

 

მეორე მხრივ, მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, იმის გამო, რომ ბახვი 2 ჰესის სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და შემცირებულია ხმაური, სახეობები არა მხოლოდ ღამით, არამედ უკვე დღის განმავლობაშიც გადაადგილდებიან სამშენებლო პერიმეტრზე. ეს კი თავის მხრივ იმის ნიშანია, რომ მათთვის აღნიშნული ტერიტორია საცხოვრებლად კომფორტულია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights