“ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ, არ ვთვლი ვალდებულად, ამ კითხვას პასუხი გავცე… სპეკულაციურ კითხვებზე მე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ხშირად ისმეოდა ასეთი კითხვები” – ასე უპასუხა ივანიშვილის პრემიერმა კითხვას, “ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაზე, შესაძლოა, რომ სუს-ის შემდეგი სამიზნე იყოს ირაკლი ღარიბაშვილი?”.
ასევე, კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილთან რა ურთიერთობა გაქვთ დღეს, ირაკლი კობახიძე პასუხობს – “მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადახვა თემაზე, კონკრეტული თემები იყო, ჩვენს პირად სატელეფონო საუბარზე როგორ გელაპარაკოთ, ვისაუბრეთ კონკრეტულ საქმიან თემებთან დაკავშირებით”.
გარდა ამისა, კითხვაზე, “შესაძლოა, თქვენი მეგობარი განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს?”, ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა, დამაზუსტებელ კითხვაზე კი – “რადგან ჯუანშერ ბურჭულაძე მისი კაბინეტის წევრი იყო, ამიტომ ვკითხულობ, შესაძლოა თუ არა, ვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილი განსასჯელის სკამზე”, ივანიშვილის პრემიერმა თქვა, რომ “არ არის ეს სწორად დასმული შეკითხვა, დასვით სწორად კითხვები და გიპასუხებთ”.