გურიის მოამბე

„დაკავებული არიან საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით“ – კობახიძე ელჩებზე

”კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებული საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და ისინი პირდაპირ არიან პროცესებში ჩართული, რომელიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში.

თქვენ გახსოვთ ასი წლის წინ როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები და ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში, თქვენ იცით ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა და, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მიმდინარე პროცესებისგან, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე და ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა, რასაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ ” – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights