ელისო ბოლქვაძე „ოცნებამ“ საარჩევნო სიაში აღარ შეიყვანა

ელისო ბოლქვაძე, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში რუსულ კანონს აქტიურად იცავდა, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. შესაბამისად, მოქმედი დეპუტატი პარლამენტის ფოიეში როიალს ვეღარ დადგამს.

“ქართული ოცნების” დეპუტატი და ცნობილი პიანისტი საკანონმდებლო ორგანოში როიალის დადგმას 4 წელია უშედეგოდ ითხოვს.

ეს არ არის ფუფუნების საგანი, ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება”, – ამბობდა ელისო ბოლქვაძე.
მმართველი გუნდის პარტიულ სიაში ვერ მოხვდა არჩილ თალაკვაძეც. “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის მიღმა დატოვა ასევე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები: ბექა ოდიშარია, კახი კახიშვილი, ბექა დავიოთულიანი, ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი და ხატია წილოსანი. სიაში ვერ მოხვდა ლევან კობიაშვილიც.

რაც შეეხება, სიის 60-ეულს, რიმა ბერაძე “ოცნების” სიის პირველ 60 კაცში ვერ მოხვდა. მმართველი გუნდის დეპუტატი 170 კაციან სიაში 67-ე ადგილზეა.

პირველ 60-ს კაცს შორის ვერ მოხვდა ვერც ირმა ზავრადაშვილი,  ვერც ნინო წილოსანი და ვერც ირაკლი ზარქუა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share