“ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ, რეანომობილით გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში.
”ეს არის წუთი წუთზე გადასაყვანი, ეხლა, რომ გონება დაკარგა, როგორც მინიმუმ ეს არის კოლაფსური მდგომარეობა და ამ სიტუაციაში შეუძლებელია ადამიანის დაყოვნება. ეს ყველაფერი არის ფაშიზმი, რომელსაც ჩვენს ვუყურებთ ლაივში და ეს არავის არ შერჩება. ეს თუ დამთავრდება ცუდად, აქ არის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც არ გადაიყვანა”- ამბობს ჯიშკარიანი “მთავარის” პირდაპირ ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, ადვოკატ ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა. ამ დროისათვის სხვა დეტალები რა ხდება გლდანის ციხის საავადმყოფოში უცნობია.