“რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს” – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
მისი თქმით, “ომის შიშის დანერგვას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში”.
”რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს : პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად.
ომის შიშის დანერგვის შემდეგ, “ოცნება” ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად.
ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და ტიტუშკების შეგზავნა მშვიდობიან პროტესტის რიგებში.
ეს ხომ რეჟიმის საკუთარი შიშის ნიშანია, არეულობა პოლიტიკის ნაცვლად.
ეს ხომ რეჟიმის უუნარობის ნიშანია, რომელიც თავისთავში, ვეღარ პოულობს ქვეყნის მართვის რესურს, მხოლოდ ძალადობა, რეპრესიები და შიში დარჩათ ხელში.
აგონია!!! აგონიაა აბა რაა, როცა ქალ პოლიტიკოსს იჭერენ საარჩევნო პლაკატზე წარწერის გამო.
უდანაშაულო მზიას, ნინოს, ელენეს სოლიდარობა და სოლიდარობა ყველა სინდისისა და პოლიტიკურ პატიმარს!” – წერს ზურაბიშვილი.