“ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა დამარცხების. ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა, რომ ის არის დასრულებული” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გამარჯვების დღე იქნება.
მან კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, დაკავებულ ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადა.
”გამოხატავს შიშს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა დამარცხების. ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა, რომ ის არის დასრულებული და სწორედ ამიტომ ვუყურებთ იმ ყველაფერს, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში.
პირველ რიგში, სოლიდარობა ელენეს [ხოშტარიას]. 4 ოქტომბერს ამ უსამართლობას, რასაც ვუყურებთ ყოველდღიურად, დაესმება წერტილი. 4 ოქტომბერი არ არის არავითარი ალტერნატიული დღე, 4 ოქტომბერი არის ხალხის, საქართველოს ეროვნული გამარჯვების დღე,” – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.