“ლანჩხუთში ისეთი სიმშვიდეა, ვერავინ იტყვის რომ წინასაარჩევნო გარემოა-აი ეს არის დემოკრატია და თავისუფლება და არა ის, რაც რუსთაველზე ხდება, სადაც 200 სექტანტი გამოდის და რაღაცას ყვირის”
განაცხადა, ლანჩხუთის მოქმედამა მერმა, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ლანჩხუთში, ალექსანდრე სარიშვილმა, “ლალი მოროშკინას პოდკასტში”, წამყვანთან საუბრისას:
“ლანჩხუთში არავის არ აინტერესებს რა ხდება რუსთაველზე, რადგან აქ ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რადგან თუ ვინმე რაიმეს წარმოადგენს, თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გაიმარჯვონ, არავინ არავის არაფერს უზღუდავს-ჩვენ სხვა გამოწვევების წინაშე ვდგევართ” – თქვა სარიშვილმა.
თავის მხრივ წამყვანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მისთვის სასიხარულოდ, ლანჩხუთი დღეს “გაფურჩქვნის სტადიაშია” და “ის (ლანჩხუთი) ისე იფურჩქნება, როგორც არასდროს”.
“ჩამოვიარე ეს ქალაქი და არსად ხუხულა არ მინახავს, ყველა სახლი გარემონტებული და რეაბილიტირებულია, ისევე როგორც სამეგრელოში, გურიაშიც განსაკუთრებული წინსვლაა და გამოცოცხლებაა” თქვა მაროშკინამ პოდკასტის შესავალში.
გადაცემაში ისაუბრეს ასევე დიდთოვლობაზე და როგორც წამყვანმა, ასევე ლანჩხუთის მერმა გააკრიტიკეს მოხალისეები:
“ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც მოხალისეები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, აქ არ გვაწყობს წავიდეთო-რახან იქ ტრაქტორი მუშაობდა და გზებს წმენდდა”-გაიხსენა სარიშვილმა.
“როცა ვუსმენ ამ ე.წ. “კვაზი ოპოზიციას”, წარმომიდგენია თუ ამ სიძულვილისა და ზიზღის მატარებელი ხალხი ხელისუფლებაში მოვიდა, მოსვლიდან ერთ წუთში ხომ გაქრება სახელმწიფო” – თქვა ლანჩხუთის მერმა – ჩვენ დაგვხვრეტენ! – დააყოლა მაროშკინამ.
პოდკასტი, რომლის ხამგრძლივობაც დაახლოებით 17 წუთია, სავსეა დემაგოგიით, სიძულვილის ენით და ძირითადი აქცენტი – სიცრუის ტირაჟირებაზე კეთდება.
https://www.facebook.com/watch/?mibextid=wwXIfr&v=1284374919838624&rdid=Vm5012VlnjGqIM6A