გურიის მოამბე

“ე მანდ არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ” – კობახიძის მუქარა

“ე მანდ არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ” – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა და მოქალაქეებს მოუწოდა “მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა”.

მისი თქმით, სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული და სადაც კანონის დარღვევას ნახავენ ყველგან ექნებათ შესაბამისი რეაგირება. 

”შეაჩვიეს ენა ჩვენს სახელმწიფოს. არავის არ მივცემთ ამის საშუალებას. როგორც ვახსენე, კორუფციასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან მიმართებითაც, ჩვენ გვაქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა დღეს, რომ კანონი ავამოქმედოთ მთელი სიმკაცრით.

აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ საკუთარი რიტორიკა.

ე მანდ, როგორც იტყვიან ჟარგონზე, არ აღმოჩნდნენ იქ, სადაც ვიღაც-ვიღაცები უკვე აღმოჩნდნენ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები უნდა იყოს ბოლომდე დაცული. არ შეიძლება კანონი ასე მარტივად დაარღვიოს ადამიანმა. სადაც ვნახავთ კანონის დარღვევას, მათ შორის, რიტორიკის დონეზე, ყველგან გვექნება შესაბამისი რეაგირება,” – განაცხადა კობახიძემ. (“ბათუმელები”)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights