გურიის მოამბე

ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი კობახიძე და “ოცნების” მთავრობის რამდენიმე მინისტრი ესწრებოდნენ.

ივანიშვილმა სტუმართან ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ხაზს უსვამდა ინვესტიციებს, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკას სარგებელს მოუტანს.

აღნიშნულ შეხვედრას პოლიტიკურ წრეებში მკვეთრი შეფასებები მოჰყვა – მაშინ, როცა ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პროტესტი იმატებს, ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ იმიჯს საერთაშორისო ინვესტიციებით ამაგრებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights