“საკუთარ გარემოცვაში მყავს ადამიანები, რომლებიც პრინციპულად არ იკეთებენ ვაქცინას. მე ხომ არ შემიძლია მათრახი გამოვიყენო? ადამიანს ენა გაქვს და ტვინი. მყავს უამრავი ადამიანი, მათი სულების წინაშე ქედს ვიხრი, ჩემი უახლოესი ადამიანები, რომლებმაც არ დამიჯერეს და არ აიცრნენ, ოჯახის წევრები აიცრნენ და თავად არ აიცრნენ და ვინც არ დამიჯერა ყველა გარდაიცვალა თითქმის. მათ შორის მეცნიერები, აკადემიკოსები – ანტივაქსერებს ვგულისხმობ. სასულიერო პირები, სამწუხაროდ. მე სხვა ძალა არ მაქვს…” – განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ლადო კახაძემ ”ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.